საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 570 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 22 მილიონ 710 ათას ლარს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 89 ახალი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, 81 მოქალაქე დაჯარიმდა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7, თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტზე კი 1 მოქალაქე დაჯარიმდა.