1 კვირაში საქართველო საგანგებო მდგომარეობიდან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები ერთდროულად მოიხსნება. გარკვეული აკრძალვები, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით შენარჩუნდება. საკონსტიტუციო სასამართლო კი პარტია "გირჩის" სარჩელს განიხილავს, რომელიც მარნეულისა და ბოლნისის დაკეტვას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
მათი მტკიცებით ნორმა პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ზღუდავს. მოპასუხე მხარე კი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კარგად არ იცნობს საკონსტიტუციო არქიტექტურას, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებს, სარჩელს კი დაუსაბუთებელი უწოდეს.