საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს დღეს ოფიციალურად გადააბარებს. ევროპის საბჭოს შენობაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს მიერ საბერძნეთისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ოფიციალური გადაბარება მოხდება. სხდომა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი გახსნის, მოგვაინებით მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართვას. დავით ზალკალიანი გამოსვლაში შეაჯამებს გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს.