ხვალიდან უმუშევრად დარჩენილთა კომპენსირების მიზნით რეგისტრაცია იწყება

14 მაისი 2020, 20:42 16226 ნახვა

კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან თითქმის 4 მილიარდი ლარი გამოყო. თანხა როგორც კერძო სექტორის დახმარებას, ასევე ფიზიკურ პირებზე ზრუნვას უნდა მოხმარდეს. მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით,  სავარაუდოდ, 350 000 მოქალაქე ისარგებლებს; დაქირავებით დასაქმებული პირების დახმარებას 460 მლნ ლარი მოხმარდება.

დახმარებით ისარგებლებენ ის პირები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან არ უფიქსირდებათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. ამის კონტროლი მოხდება დეკლრაციის ჩაბარებისას, სადაც დაფიქსირდება, რომელი დასაქმებული პირისთვის არ გადაიხადა ამა თუ იმ კომპანიამ საშემოსავლო გადასახადი. თვითონ ან არაფორმალურად დასაქმებულები კი 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამისთვის 75 მილიონია გათვალისიწნებული.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი