არ არის გამორიცხული რომ პრემიერ მინისტრი კრიზისული და პოსტ-კრიზისული გეგმის განსახილველად პარლამენტში მივიდეს. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. საკითხი ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა დააყენა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში მთავრობის სამუშაო გეგმის ირგვლივ კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან მისით მოსახლეობის ნაწილს არ უსარგებლია. წერეთელმა პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხილვაც მოსთხოვა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. პარლემენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა დაგეგმილია.