ზღვაზე ბანაობასა და კორონავირუსს შორის პირდაპირი რისკის კავშირები დადგენილი არ არის - დაავადებათა კონტროლი

06 მაისი 2020, 10:37 4676 ნახვა

ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრი კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის  განცხადებით, ზღვაზე  ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია. თუმცა სანაპიროზე ყოფნისას აუცილებელია ფიზიკური დისტანცირება. ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა  ფეისბუქპრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით კი, გაფართოებული ტესტირების პილოტირება სავარაუდოდ აჭარიდან დაიწყება, რადგან რეგიონს კარგი ლაბორატორიული სიმძლავრე აქვს.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება შეეხება როგორც ფარმაცევტული, ასევე სტომატოლოგიური მომსახურების პერსონალს და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს.

აჭარაში უკვე მეექვსე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. გუშინ კლინიკა მედალფა კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი