სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაძვირდა. ფასების ცვლილებას მოვაჭრეები, სხვა რეგიონებიდან იმპორტს უკავშირებენ. ეკონომისტები კი ფიქრობენ, რომ მთავარი მიზეზი, პანდემია და საგანგებო მდგომარეობის გამო, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებია. უწყება, რომელიც ბარაზრზე არსებულ ფასებს არეგულირებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროა, აქ ამბობენ, რომ 1 კვირაში ფასი კლებას დაიწყებს.
თუმცა ამბობენ იმასაც, რომ არსებული პანდემიის ფონზე, საქართველოა რ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პროდუქტი გაძვირდა. მანამ კი, ვაშლი, რომელიც გასულ წელს 3 ლარი ღირდა, ახლა 4 ლარზე მეტად შეიძენთ, გასული წლის ამავე პერიოდიდან, ამ დრომდე, საშუალოდ, 16 პროცენტით გაძვირდა ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ინფლაციის დონე 6%-ს, საგრძნობლად გასცდა.