დილის შემდეგ მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე არ განახლებულა. ქვეყანაში ამ ეტაპზე კვლავ 582 ინფიცირებული პაციენტია. მათ შორის გამოჯანმრთელდა 207. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 8 შეადგინა. ჯამში 50-ზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული.
რაც შეეხება აჭარას - ჯამში განკურნებულთა რიცხვი აჭარბებს იმ პაციენტთა რაოდენობას, რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობენ.მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა ასაკოვანი პაციენტი, რომელიც მანამდე კრიტიკულად ითვლებოდა.