შიდა გავრცელების მეშვიდე კვირაში შევდივართ, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს - ამირან გამყრელიძე

02 მაისი 2020, 18:35 1922 ნახვა

„მარნეულში კარგად დავიწყეთ ჩვენ ძალიან და ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს. თითოეულ სოფელზე უნდა იყოს სოფლის რწმუნებული, რელიგიური ლიდერი და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, ვისაც ენდობა ეს ხალხი, რომ არც ერთი ცხელება არ გამოგვეპაროს სოფელში. ამ პერიოდში ხველებით, სუნთქვის გაძნელებით ადამიანები სწრაფად უნდა იყვნენ გადმოყვანილები „ცხელების ცენტრში“ გამოკვლევებისთვის“, - განცხადება ამირან გამყრელიძემ მარნეულში გამართული შეხვედრისას გააკეთა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მარნეულის მოსახლეობას მოუწოდა ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა. ამირან გამყრელიძის განცხადებით შიდა გავრცელების მეშვიდე კვირაში ვართ და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

„ვთხოვ და მოვუწოდებ მარნეულის მინიციპალიტეტის მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა. თუ მომატებულია ტემპერატურა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს. თუ აქვთ ხველა, სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს ან თუ იციან, რომ იყვნენ კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მარნეულში სასწრაფო დახმარების პერსონალი შეიცვლება, რათა არ შეწყდეს სამედიცინო მომსახურება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი