ამერიკის ელჩი ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული დეზინფორმაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

02 მაისი 2020, 12:23 1498 ნახვა

17 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

რუსეთის მიერ ლუგარის კვლევით ცენტრზე თავდასხმის გამო 1-ელ მაისს შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. მისი თქმით, "ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ თავდასხმები, უბრალოდ, სიცრუე და უპასუხისმგებლობაა’’.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში