ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად ოჯახში ძალადობის ფაქტები გაზრდილია, მარტში 1742 პირზე იძალადეს, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 180-ით მეტია.