წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში მომხმარებლებს სრულად დაუფინანსდებათ 

29 აპრილი 2020, 18:00 4730 ნახვა

ბათუმის მასშტაბით აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმრავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ,შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და იგი არ შეეხება კომერციულ ობიექტებს და ძველ დავალიანებებს. მათ ვინც თანხა მარტში უკვე გადაიხადა, გადასახადი შეენახებათ ან შეუძლიათ გამოითხოვონ. სურვილის შემთხვევავაში მოქალაქეებს, შეუძლიათ უარი თქვან შეღავათზე, იმ მოტივით, რომ მათ აქვთ გადახდის საშუალება და გამოთავისუფლებული თანხები მიმართული იქნება სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებისკენ .

აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლოა ვადაა 2020 წლის 11 მაისი. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან , გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების ფარგლებში მიიღეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი