ვინ შეძლებს და ვინ ვერ შეძლებს კომპენსაციების მიღებას?

28 აპრილი 2020, 20:04 1636 ნახვა

ვინ რა სახის დახმარებას მიიღებს კორონავირუსის კრიზისის გამო? 2020 წლის განმავლობაში როგორც სოციალური, ასევე  სახელფასო დახმარებები მილიარდ 35 მილიონი ლარია. რაც შეეხება ბიზნესისა და ეკონომიკის სტიმულირებას ამ მიმართულებით, 2 მილიარდ 100 მილიონია გათვალისწინებული. ჯანდაცვისთვისთვის კი 350 მილიონი დაიხარჯება. ყოველი დამსაქმებელი, რომელიც შეინარჩუნებს 1500 ლარამდე სამუშაო ადგილს 750 ლარის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სქემას შეიმუშავებს, რომლის მიხედვითაც თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოხდება.

მაისიდან კომპენსაციას ის პირები მიიღებენ,  რომელთაც იანვარში, თებერვალსა და მარტში ერთხელ მაინც აქვთ ხელფასი აღებული და შემდეგ თვეში (თვეებში) ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას. საჭირო ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დამქირავებელმა თავად უნდა წარადგინოს. თუმცა, ფინანსური დახმარების გარეშე სავარაუდოდ ბევრი თვითდასაქმებული დარჩება, მათ შორის არიან სარფის საზღვრის ჩაკეტვის გამო, სამსახურს მიღმა დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მაღაზიებში მუშაობდნენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი