უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მოლაპარაკებების შემდეგ ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო 170-მდე დეპუტატის მხარდაჭერა მოეპოვებინა. თუმცა 248 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯაროდ სააკაშვილის კანდიდატურად მხარი არ დაუჭირა.
როგორც იცით მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა. გიორგი გახარიამ უკრაინის ხელისუფლებას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება ქვეყნებს შორის ურთიერთობას არ წაადგებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის „ვერხოვნაია რადას“ სპიკერს წერილით მიმართა სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილის დანიშვნა ჩრდილს მიაყენებდა პოლიტიკურ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინას შორის.