„ლელოს“ მიმართვა აჭარის მთავრობას

28 აპრილი 2020, 15:02 1519 ნახვა

,,გაერთიანება ლელო საქართველოსთვის’’ აჭარის  ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის მთავრობას მიმართავს.  ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ 2 ათასამდე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის დახმარების საკითხი გაურკვეველია.

კუპრაძე იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც ყოველდღიურად  სამუშაოებზე თურქეთში გადადიოდნენ,     45-ე დღეა კი უმუშევრები  არიან.  

ირაკლი კუპრაძე თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებს, რომ უმუშევრად დარჩენილებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან  უშუამდგომლოს   რომ   დახმარების მიმღებთა რიგებში მოხვდნენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი