აჭარის უმაღლეს საბჭოში საგანგებო ბიუჯეტის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ამ წუთებში ფინანსურ დოკუმენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. მანამდე კი ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო.
უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა, ოპონენტები უმაღლესი უმოქმედობაში დაადანაშაულა, რასაც არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში უბრალოდ არ დადის და საქმის კურსში ვერ იქნება.