დღეს დადგინდება სახელმწიფოს მიერ, კერძო კლინიკებისთვის გადაცემული PCR ტესტის ფასი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნა დადგენილება, რომლის მიხედვით ტესტირების ტარიფი უნდა განსაზღვროს. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ტესტირების ფასი კერძო კლინიკებში 150 ლარი იქნება, 100 ლარს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო 50 ლარი კლინიკების მომსახურების ანაზღაურება იქნება. ტესტი პასუხს 45 წუთში იძლევა. გუშინ ჩეხეთიდან ჩამოსული სპეცრეისით სახელმწიფომ PCR ტესტის მარაგები შეივსო, ასევე ელოდენიან ტესტებს ჩინეთიდან.