აჭარის მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა

27 აპრილი 2020, 20:16 1407 ნახვა

ადმინისტრაციული ხარჯებისა და სამივლინებო თანხების შემცირების ფონზე გამოყოფილი 20 მილიონ ლარზე მეტი - აჭარაში. პროექტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და 10 ათასი ბენეფიციარისთვის სასურსათო კალათის გადაცემას ითვალისწინებს, დღეს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად წარადგინა.

საგანგებო ბიუჯეტმა, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, აჭარაში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. დოკუმენტის თანახმად, აჭარის მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერის განკარგულება მიიღო.  ვალდებულების შესასრულებლად, მათ 4 თვიანი ვადა მიეცათ, საპრივატიზაციო და საიჯარო გადასახადები კი ბიზნეს სუბიექტებს წლის ბოლომდე გადაუვადდათ. მთავრობა ეკონომიკური პროცესების მართვის მოკლე და გრძელვადიან მოდელზე მუშაობს

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი