მსოფლიოში კორნავირუსის ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მკაცრი შეზღუდვები თანდათანობით იხსნება. მაგალითად ისრაელში მცირე ზომის მაღაზიები იხსნება. BBC-ის ცნობით უახლოეს მომავალში სკოლების გახსნაც იგეგმება.ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვები კვლავ გამკაცრდება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსის 15 398 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 199 ადამიანი. პეკინში კი თუ მოქალაქეები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეს არ გაიკეთებენ და არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას არაცივილური ქცევის ბრალდებით დაჯარიმდებიან. აქამდე, აღნიშნული ბრალდებით ის პირები ისჯებოდნენ, რომლებიც ქუჩაში ტანსაცმლის გარეშე გადაადგილდებოდნენ ან ნაგავს დაყრიდნენ.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, კორონავირუსის პანდემიის გამო დართმუთში მდებარე ზოოპარკმა შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ზოოპარკის მფლობელი აცხადებს, რომ მათ აღარავინ სტუმრობს და ცხოველების გამოკვება რთული იქნება. მისი განცხადებით ზოოპარკი ვიზიტორებისგან შემოსული თანხებით და შემოწირულობებით არსებობს.