საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.გარდაცვლილი 83 წლის კაცია.
485 ინფიცირებული ,139 გამოჯანმრთელებული 6 კი გარდაცვლილი.ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში 4 928 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 521 მოქალაქე რჩება.