საქართველოში კორონავირუსის 431 დადასტურებული შემთხვევაა, 132 გამოჯანმრთელებული

24 აპრილი 2020, 18:20 2154 ნახვა

6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული. ამ დროის მონაცემებით საქართველოში 431 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, 132 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილია.

აჭარაში  დღეს დადასტურებული ერთი ახალი შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება , ეს არის 70 წლამდე ქალი , რომელიც  2 კვირის განმავლობაში  თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მასთან კონტაქტში მყოფი მხოლოდ ერთი პირია  . ახალი ინფიცირებული  კლინიკა მედალფაში  მკურნალობს.კლინიკაში ამ დროისთვის 38 ინფიცირებული მკურნალობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში