2021 წლიდან პენსია ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებისთვის კი 25 ლარით გაიზრდება.

24 აპრილი 2020, 15:26 1649 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე პენსიების გაზრდის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება ოცი ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ, 25 ლარით.

"2021 წლიდან, გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფი გყვავს და ამას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი