რისკის ზონაში მომსახურე სამედიცინო პერსონალს, ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდებათ

22 აპრილი 2020, 21:49 1583 ნახვა

სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით განსაკუთრებული ყურადღება სამედიცინო პერსონალს დაეთმობა.

„მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება, რომ ორ კვირაში ერთხელ სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის ზონებში, პირველ რიგში ესენი არიან ცხელების კლინიკებში და კოვიდ კლინიკებში მომსახურე პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფის სრული შემადგენლობა, ექვემდებარება ტესტირებას ოქროს სტანდარტით, პისიარ ტესტირებით. ყველა სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკის მომატებულ კატეგორიას, მათ ჩაუტარდებათ პირველადი ტესტირება ანტისხეულებზე" – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი