რა გავლენა იქონია, COVID 19-მა ფერმერულ მეურნეობაზე, ფერმერთ ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა რეგიონი ერთი და იგივე გამოწვევის წინაშეა, ძირითადი პრობლემა ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობაა. ექსპერტები, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შემჭიდროვებულ აგროვადებში სრულფასოვანი განხორციელების მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ. მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ თავად ფერმერებიც, რადგან ნაწარმის რეალიზაცია უმეტეს წილად ტურისტულ სეგმენტზეა გათვლილი.