აჭარაში 16 პაციენტს "COVID-19" არ დაუდასტურდა

20 აპრილი 2020, 19:01 1997 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსზე ჩატარებული 16 ტესტის პასუხი უარყოფითია. ნინო ნიჟარაძის თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტიდან COVID-19 არცერთს არ დაუდასტურდა.

"დღეს ველოდებოდით 16 პირის ლაბორატორიულ შედეგს, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა ცხელების კლინიკებიდან. 16-ის პასუხი გახლავთ უარყოფითი. დადებითი შემთხვევა დღეის მდგომარეობით ჯერ -ჯერობით არ დაგვმატებია" - აცხადებს ნინო ნიჟარაძე

მისივე ინფორმაციით, ხვალ 50-მდე პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, რომლებიც ქობულეთის კლასტერს და საკარანტინე ზონას მიეკუთვნებიან.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს ქობულეთში 2300-მდე პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან საყურადღებოა ოთხი შემთხვევა. მოქალაქეები მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. 

საერთო ჯამში, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით 470 კონტაქტია გამოვლენილი. 34-ს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი