ხვალ აჭარაში იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი. ღამით პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დაიკლებს და შედარებით აცივდება.
დღეს ბათუმში ტემპერატურა 24 გრადუსია, ხვალ კი 13-15 გრადუსი დაფიქსირდება.
21 აპრილს, დღის ბოლოს 21:00 საათის შემდეგ სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე.