კლინიკა „მედალფა“ დღეს შესაძლოა სამმა პაციენტმა დატოვოს

19 აპრილი 2020, 15:14 1790 ნახვა

დღეს ბათუმის კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა კიდევ 3-მა  პაციენტმა დატოვოს. კლინიკური დირექტორის განცხადებით რამდენიმე საათში გახდება ცნობილი  გამოჯანმრთელდა თუ არა კოვიდ ინფექციისგან მათ კლინიკაში მყოფი 3 პირი. „მედალფაში“ ამ დროისთვის 39 ინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს, მათ გუშინ ერთი პაციენტი შეემატათ რომელიც კლინიკაში საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.

ამ დროისთვის კრიტიკულია 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ აჭარას უკვე ყავს 1 გარდაცვლილი, 73 წლის ქალი, კოვიდ 19-ს გუშინ ემსხვერპლა. იგი ე.წ ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა. მედიკოსების ცნობით ქალს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა მათ შორის შაქრიანი დიაბეტი და გულის ქრონიკული უკმარისობა. დღეს აჭარაში 9 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან, საეჭვო სიმპტომების მქონე პირები ცხელების ცენტრში იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი