სულ სხვანაირი აღდგომა საქართველოში

19 აპრილი 2020, 15:11 2042 ნახვა

სააღდგომო ლიტურგია  მრევლით და მრევლის გარეშე. ბათუმში სამების დედათა მონასტერში მსახურება მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ჩატარდა, რომელიც მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. მრევლის თანდასწრებით კი წირვა ლოცვა ბათუმში მოქმედ ტაძრებში დილის 7 საათიდან  დაიწყო, მას შემდეგ რაც კომენდანტის საათი დასრულდა. ლიტურგიის დროს დაცული იყო რეკომენდაციები.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განსხვავებით ღამისთევით ჩატარდა მსახურება სხალთის ეპარქიის ტაძრებში. ლიტურგია ამჯერად ჩვეულებრივზე დაბალი დასწრებით წარიმართა. ტრადიციული ფორმით თუმცა რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა  მსახურება სამების საკათედრო ტაძარში.

სააღდგომო წირვა ლოცვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა აღავლინა. დაწესებული კომენდანტის საათის გამო მრევლს ტაძარში ყოფნა დილის 6 საათამდე მოუწია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი