სიახლეები განათლების სფეროში

26 სექტემბერი 2016, 00:00 4036 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრმა დღეს ბრიფინგზე განხორციელებულ და  დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.  როგორც ცნობილი ხდება - შეიცვლება სასერტიფიკაციო  გამოცდების ფორმატი და  პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა, სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პედაგოგების ხელფასების ზრდაზეც. მინისტრმა დღეს განახლებულ ინფრასტრუქტურაზე გააკეთა აქცენტი. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით,  გაიზრდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ანუ უფრო მეტ სკოლას მოემსახურება  ავტობუსი, ახალი სასწავლო წლისთვის  რამდენიმე სკოლას   დაემატა  ექიმის კაბინეტი და მანდატურები. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში