ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული საკარანტინო სივრცე დღეს 89 მოქალაქემ დატოვა

14 აპრილი 2020, 10:47 2053 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული საკარანტინო სივრცე დღეს 89 მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.  

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საკარანტინო სივრცე 86 სასტუმროშია მოწყობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი