თბილისის მედიცინის ინსტიტუტში მედპერსონალის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.ამის შესახებ ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით ექიმის გარდა, რომლესაც ინფექცია ადრე ჰქონდა დადასტურებული, ის კიდევ 4 ექთანს დაუდგინდა. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ გავრცელების წყარო კლინიკაში არის ერთ-ერთი ექთანი, რომელიც თვითონ იყო ასიმპტომური და ეპიდანამნეზის მიხედვით მისი დიაგნოზის დადასტურება ტესტირების შემდეგ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის 5 ინფიცირებული მედპერსონალი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. საქართველოში პირველი დაინფიცირებული მედპერსონალი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. როგორც ცნობილია, იგი დაუმორჩილებელი კოვიდ პაციენტისგან დაავადდა.