საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

13 აპრილი 2020, 19:52 2727 ნახვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ​266 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 68 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4890 ადამიანი, სტაციონარში კი 439 პირი რჩება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი