დღეს დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დისტანციის დაცვით ისხდებიან. ბიუროს სხდომა, აღმაშენებლის დარბაზის ნაცვლად პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება, სადაც ბიუროს წევრები ერთმანეთისგან დისტანცირებულად დასხდებიან. ბიუროს სხდომა 13 პრილს, 15:00 საათზეა დანიშნული.
აღსანიშნავია, რომ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ბიუროსა და საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები არ გამართულა.
13 აპრილის ბიუროს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინება საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული შეთანხმების რამდენიმე დოკუმენტი და ასევე, რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება მოხდება.