დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს

12 აპრილი 2020, 18:20 2125 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძნობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება.მსოფლიოში კი ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და ის უკვე 1 მილიონ 795 ათასზე მეტია, აქედან გარდაიცვალა 110 ათასი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 412 ათასი.

ყველა რთული ვითარება აშშ-ია სადაც დაავადების პიკი გრძელდება და ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 533 ათასია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ათას 500-ზე მეტია. შედარებით უკეთ ვითარდება მოვლენები ევროპაში, თუმცა გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს: თურქეთში 52 ათასზე მეტი ინფიცირებული და 1100 გარდაცვლილია, რუსეთში 15 770 ინფიცირებული და 130 გარდაცვლილი, სომხეთსა და აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაბამისად 1013 და 1098-ია ხოლო გარდაცვლილია სომხეთში 13 ხოლო აზერბაიჯანში 11 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში