ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.
განცხადება, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაააკეთა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი. ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში მოქმედებს," - აღნიშნა ჩიქოვანმა.
დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებული არიან 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები. არსებული ინფორმაციით, ყველა კონტაქტი უკვე იდენტიფიცირებულია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.