24 საათში პოლიციამ 429 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა - 5 თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა

10 აპრილი 2020, 11:22 979 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოავლინა  პოლიცია კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების დაჯარიმებას აგრძელებს, მოქალაქეები სამი ათასი ლარით ჯარიმდებიან.

9 აპრილს 143 ადამიანს დაეკისრა 3000 ლარიანი ჯარიმა, შსს ინფორმაციით, კომენდანტის საათი დაარღვია და ქუჩაში გამოვიდა ღამის 9 საათის შემდეგ 75 მოქალაქე.  

პოლიციამ დააჯარიმა 42 ადამიანი, რომლებიც პოლიციის იფორმაციით,  დაჯარიმებული პირები, შეზღუდვის საწინააღმდეგოდ -  (3-ზე მეტი) იმყოფებოდნენ ერთ სივრცეში და არ ჰქონდათ 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია დაცული. 

თვითიზოლაციის წესი 5 მოქალაქემ დაარღვია.

კვლავ აქტიურად მიდის იმ მძღოლების დაჯარიმება, რომლებსაც მგზავრი გვერდითი სავარძლით გადაჰყავთ, ან ავტომობილში ორზე მეტი მგზავრი ჰყავთ. შსს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ასეთი სულ 21 ფაქტი იყო და მათაც 3000 ლარიანი ჯარიმა გამოეწერათ. 

მხოლოდ 24 საათის განმავლობაში, 429 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა. 

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს" - წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში