მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ ნახევარს გადააჭარბა

09 აპრილი 2020, 14:35 1708 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ ნახევრიან ნიშნულს მიუახლოვდა. აქედან მესამედზე მეტი აშშ-შია.  სიკვდილიანობის მაჩვენებლით აშშ-ი მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა.  

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსმა 2 ათასამდე ამერიკელი იმსხვერპლა. აშშ-ს დაღუპულთა რიცხვით მხოლოდ იტალია უსწრებს.  გასულ დღე-ღამეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 938 ადამიანი გარდაიცვალა.  

სიტუაციას ართულებს ის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოშია და ბრიტანელებს ქვეყნის მმართვაში ვაკუუმი აშინებთ.  სამი დღის წინ ჰოსპიტალიზებული ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუმჯობესდა.

 ესპანეთში, სადაც სიტუაცია გამოსწორდა, გასულ დღე-ღამეში დაავადებულთა 4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.  ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკის გადასვლის შესახებ აცხადებს.  

ახლა მადრიდი ევროკავშირს ევროზონაში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს.    ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კომპრომისს ვერ მიაღწიეს  450 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში