ბოშათა დასახლებებში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 380 კალათა დარიგდება

09 აპრილი 2020, 10:41 1390 ნახვა

ბოშათა დასახლებებში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 380 კალათა დარიგდება. პროექტი UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მასში ჩაერთვება  ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან  ერთად 50 ამანათი სოფელ გაჩიანში ბოშათა ოჯახებს უკვე გადასცა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი