აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით გუშინ აღებული ანალიზებიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ნინო ნიჟარაძის თქმით, ლაბორატორიაში სულ 116 ნიმუში შევიდა.
''გუშინ ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, საკარანტინო ზონიდან, ამ დაავადებულბ ქალთან და მის ოჯახის წევრებთან კონტაქტში მყოფი პირებიდან შევიდა 116 ნიმუში და ყველა პასუხი უარყოფითია. გუშინ დადასტურების შემთხვევა არ გვქონია. ქობულეთიდან 108 კონტატქირებული პირი აღვრიცხეთ. აქ მხოლოდ ერთი ქალის კონტაქტზე არ ვსაუბრობთ, ვეძებთ ექვსივე პირის შემხებლობას სხვა ადამიანებთან.
ამ შემთხვევაში განიხილება პირველი იდექს პაციენტი და მასთან კონტაქტში მყოფი 5 დადასტურებული შემთხვევა. ამ შემთხვევებთან მიმართებაში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 40 ნიმუში, მათ შორის არის როგორც ოჯახების კონტაქტები, ასევე სამედიცინო პერსონალი ქობულეთის კლინიკის. ის რაოდენობა, რომელიც უკვე გატესტილია, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი რისკი ამ პირებთან თითქმის უკვე გადავლილია, მაგრამ რჩება მაინც რამდენიმე დღე ზედამხედველობის პერიოდი.
კავშირები იკვეთბა როგორც ბათუმის, ასევე ქობულეთის. ბათუმის ძირითადად ოჯახური კონტაქტებია და სამედიცინო პერსონალისა, მხოლოდ ათი სხვა პირია. უფრო მეტი ქობულეთშია. სამედიცინო პერსონალი, რომელიც ახლო კონტაქტებად იყვნენ განხილული და არიან თვითზიოლაციაში და კარანტინში. მათი პასუხები ამ ეტაპზე უარყოფითია.
ყველა აღრიცხულ პირს აქვთ მკაცრი რეკომენდაციები, როგორც თვითიზოლაციის, ასევე კარანტინის. მათ კომუნიკაცია აქვთ ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებთან და მათი ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება. კონტაქტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ერთეული შემთხვევებით, რადგან ძირითადი ნაწილი უკვე მოძიებულია. მათთან მიმართებაშიც მოხდება მყისიერი რეაგირება და ეპიდზედამხვედველობა.'' - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში COVID-19 გუშინ 5 ადამიანს დაუდასტურდა - ისინი 7 აპრილს, ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ.
როგორც ცნობილია კორონავირუსი დაუდგინა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ქობულეთში, სოფელ გვარაში სტუმრად იყო.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვირუსი აღმოაჩნდა ქალის ოჯახის ორ წევრს - მამასა და შვილს და ასევე ქობულეთში, სამ ადამიანს. ნინო ნიჟარაძის თქმით, ჯერ-ჯერობით პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.