კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო სტატისტიკა

06 აპრილი 2020, 12:00 1914 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო სტატისტიკა,  მილიონ 200 ათასზე მეტი ინფიცირებული და 70 ათასამდე გარდაცვლილი.  მონაცემები მცირდება იტალიაში. ბოლო 24 საათში ვირუსს 525 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შეერთებულ შტატებში კი გარდაცვლილთა რიცხვმა 9 ათას 600-ს გადააჭარბა. ბიბისის ინფორმაციით,  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჰოსპიტალში გამოკვლევები და ტესტირება ჩაუტარდება.

ვირუსით დაღუპულთა რიცხვი მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 574-ს, სომხეთსა და აზერბაიჯანში 7-7-ს, რუსეთში კი 45-ს მიაღწია. მოსკოვის სამი სხვადასხვა ტაძრის სამ მღვდელს კორონავირუსი კოვიდ-19 აღმოაჩნდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში