აჭარაში 1 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ნინო ნიჟარაძე

05 აპრილი 2020, 11:12 1963 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით აჭარაში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 8 კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. 

''დღეს დილით დაგვემატა მე-9 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტირებული პირი. გახლდათ საკარანტინო სივრცეში, 80 წლამდე პირია, რომელსაც მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აქვს. ის კლინიკა ''მედალფაშია'' გადაყვანილი. რაც შეეხება გუშინდელი პირების ლაბორატორიული კვლევის პასუხები გახლავთ უარყოფითი.

ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში გვყავს ხუთი შესაძლო ინფიცირებული პირი, რომელთა პასუხებს ველოდებით დღის განმავლობაში. ''მედალფაში'' არსებული ყველა პაციენტის დგომარეობა, გარდა ერთისა საშუალო და მსუბუქი ხასიათის. ოთხს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ მსუბუქი ხასიათის და არ პროგრესირებს ცუდისკენ. რაც შეეხება ერთის მდგომარეობას ის რჩება მძიმე სტაბილურ მდგომარეობაში''  - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი