ბათუმის პორტში საკვებით და მედიკამენტები დატვირთული ორი გემი შემოვიდა

04 აპრილი 2020, 14:58 5060 ნახვა

ბათუმის პორტში ორი გემი შემოვიდა, რომლითაც ქვეყანაში, ჯამში  63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოიტანეს. ხომალდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას, ვინაიდან, სურსათითა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მარტიდან გამკაცრებულია წესები საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის. შემოსვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ.

ასევე, დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; მიღებულია ყველა ზომა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 2020 წლის მარტში ბათუმის პორტში შემოსული ტვირთი 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით - 150%-ით არის გაზრდილი, კონტეინერები - 50%-ით, გენერალური ტვირთი კი - 52%.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში