კაპიტნის მტკიცებით 22 წლის ქართველმა მეზღვაურმა სუიციდი ჩაიდინა - სააგენტო

04 აპრილი 2020, 12:27 12624 ნახვა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 22 წლის ქართველი მეზღვაურის გაჩინარების შესახებ კომენტარს აკეთებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. ამ ამბობენ, რომ სააგენტოს საქმეზე გამოძიება არ დაუწყია, ოფიციალურ დოკუმენტში კი, რომელიც კაპიტანმა გადმოაგზავნა მითითებულია, რომ ეს შესაძლოა იყოს თვითმკვლელობა.

მათივე განმარტებით, დოკუმენტში წერია, რომ ეკიპაჟის წევრები ეძებდნენ დაკარგულ მეზღვაურს, თუმცა ვერ მოახერხეს მისი პოვნა. გამთენიისას შეამჩნიეს, რომ ის გემზე არ იმყოფებოდა, შესაბამისად აქვთ იმის მოლოდინი, რომ მან სუიციდი სცადა. სხვა დეტალებზე სააგენტოში საუბრისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვთ დამსაქმებელ კომპანიასთან.

"გაუჩინარება, როგორც ანგარიშიდან იკვეთება უკავშირდება მეზღვაურის მიერ გემიდან გადახტომას, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით.აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებულია კაპიტნის მხრიდან, თუმცა არ არის ოფიციალური გამოძიება ჯერ-ჯერობით. გემი იმყოფება პანამის დროშის ქვეშ, შესაბამისად მასზე ვრცელდება პანამის სახელმწიფო იურისდიქცია, მიუხედავად ამ იურისდიქციისა, გემი შევიდა საფრანგეთში და იქ საქართველოს საელჩომ ჩვენი შუამდგომლობით მოითხოვა გემის სრული ინსპექტირება, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი ჟანდარმერია და პროფკავშირები. კაპიტნის განცხადებით, ვინაიდან საუბარია თვითმკვლელობაზე, დამატებით გამოძიებას ესაჭიროება პანამის სახელმწიფო თანხმობა. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა იკვეთება, რომ არსებობს რაღაც დოკუმენტური მასალა, რის საფუძველზეც კაპიტანი ამბობს, რომ არსებობს თვითმკვლელობის ფაქტი"-განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ივანე აბაშიძემ.

დაკარგული მეზღვაურის ოჯახის წევრები გემზე არსებულ მეორე ქართველთან დაკავშირებას და ინფორმაციის მასთან დაზუსტებას გეგმავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში