მინი ფეხბურთში ნუკრი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი უკვე დასრულდა. შეჯიბრებაში ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისგან დაკომპ;ექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში სამაშველო სამსახურმა სასჯელაღსრულების გუნდი 5:4 დაამარცხა. დღეს გამართულ ფინალურ მატჩში კი საპატრულო პოლიციამ გაიმარჯვა. გუნდმა საბაჟო სამსახურს 5:2 მოუგო. გამარჯვებული გუნდი თასებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.