საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი

31 მარტი 2020, 18:16 2058 ნახვა

სამ საათზე ნაკლები რჩება ქვეყანაში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე. გადაადგილების შეზღუდვა დილის ექვს საათამდე გაგრძელდება. საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი ამ ეტაპზე  21 აპრილამდე მოქმედებს. სახლიდან გასვლა აკრძალული აქვთ 70 წელზე ზევით ასაკის პირებს, ასევე სამ პირზე მეტის ერთად შეკრება, ყველა მოქალაქემ აუცილებლად უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოქმედებს  ცხელი ხაზი, ნომერზე 144.  აკრძალვები უკვე დაეტყო მოქალაქეთა გადაადგილებას, მიუხედავად მცირე დარღვევებისა, ფეხით და ავტომანქანით მოძრავთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი