ვლადიმერ პუტინს კორონავირუსზე რეგულარულად ტესტებს უტარებენ - რუსული მედია

31 მარტი 2020, 18:00 1986 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის არსებობაზე რეგულარულად ტესტებს უტარებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კორონავირუსი კომუნარკას საავადმყოფოს მთავარ ექიმს დაუდასტურდა. პესკოვის თქმით, პუტინი თავს კარგად გრძნობს. მას ხშირად ამოწმებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთის მეთაური ეწვია კომუნარკას საავადმყოფოს და ესაუბრა ინფიცირებულ უფროს ექიმს დენის პროცენკოს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას საკუთარ საავადმყოფოში მკურნალობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში