ბათუმის სტადიონის მშენებლობა შეუფერხებლად გრძელდება

27 მარტი 2020, 19:32 2126 ნახვა

ბათუმში მიმდინარე სტადიონის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინფორმაციას მშენებელი კომპანია "შპს სტადიონი" სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც კომპანიის გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ მშენებლობაზე ყველა სანიტარული და შრომითი  ნორმა დაცულია.

"სტადიონის მშენებლობას აქტიურად ვაგრძელებთ. ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესი სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს" - წერია განცხადებაში. სტადიონის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და ამ დროისთვის როგორც მოედნის შიდა ისე გარე პერიმეტრზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის სტადიონის მშენებლობის დასრულებას მაისში გეგმავდნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში