 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ლარის მორიგი ანტირეკორდი. ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა სამი ლარი და 50 თეთრი ღირს, ყიდვა კი 3 ლარი და 20 თეთრი. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევრო 3 ლარი და 73 თეთრი ღირს. ეკონომისტები პროცესს კორონავირუსის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            