საქალაქთაშორისო მატარებლებითა და ავტობუსებით გადაადგილება იზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
შეზღუდვები 23 მარტს, ღამის 12 საათზე ამოქმედდება.
„საქართველოში ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილებას. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში შიდაგავრცელების ეტაპზე გადავედით, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, არ ვიმოგზაუროთ და შევანელოთ ეს პროცესი. იზღუდება მათ შორის მატარებლით გადაადგილება. ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, 24:00. გვესმის, რომ ეს არის ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.