საზღვარგარეთ 20-მდე საქართველოს მოქალაქეს სხვადასხვა კლინიკებში აკვირდებიან - ამირან გამყრელიძე

19 მარტი 2020, 14:01 1646 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით 39 პაციენტი გადანაწილებულია სხვადასხვა საავადმყოფოში. ამათგან პნევმონია აქვს 12-ს, საყურადღებოა 3, მათ შორის 2 ხანდაზმული და მათზე მიმდინარეობს კვლევები. მიმდინარეობს მათი კონტაქტების ეპიდკვლევა, რათა მოხდეს კონტაქტების მეტად გამოვლენა. 1344 ადამიანია დღეის მდგომარეობით კარანტინში. თვითიზოლაციაშია 1446, 197 გავიდა დღეს თვითიზოლაციიდან.

"ამ 40 ადამიანიდან 2 აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის, ერთს ესპანეთში, 3 დაკავშირებულია საფრანგეთთან დანარჩენი კი ყველა უკავშირდება იტალიას. საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორინგს მოქალაქეებისა, რომლებიც იმყოფებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 20-მდე საქართველოს მოქალაქე მოთავსებულია საზღვარგარეთ სხვადასხვა კლინიკებში. დღეიდან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება კლინიცისტებს მჭიდრო კომუნიკაცია მათთან. ესპანეთში გვაქვს ერთი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რომელსაც ჰქონდა რამდენიმე თანმხლები დაავადება. სამი კვირის განმავლობაშ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ჩვენ არ გავქვს შემთხვევათა ფართომასშტაბიანი ზრდა, შემთხვევათა ზრდა იქნება, თუმცა ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია. უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ფიზიკური დისტანცირების ღონისძიები ქვეყანაში"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი